რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები, დამზადებული ნატურალური ლატექსისგან, ნიტრილისგან ან ვინილისგან, ხშირად გამოიყენება კვების მრეწველობაში. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები,რაც განსაზღვრავს მათ ეფექტურობას ამ კუთხით.
ისინი,ვინც დაობენ ხელთათმანის ეფექტურობის შესახებ , ამტკიცებენ,რომ ხელთათმანი იცავს ხელს ძლიერი ქიმიკატებისგან პროდუქტის რეცხვის დროს,იცავს საკვებს ხელის პირადპირი კონტაქტისგან,რაც შესაბამისად უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ დაცვას ბაქტერიებისგან და ჯვარედინი დაბინძურებისგან.
თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრება ხელთათმანის მოხმარების შესახებ კვების ინდუსტრიაში. მაგალითად :
- ზღუდავს თითების სწრაფ მოძრაობას
- შეიძლება დააბინძუროს საკვები არასწორი მოხმარების შემთხვევაში
- ჰიგიენური ნორმების დაბალი ხარისხის დაცვა მაღალი რისკის შემთხვევაში
- ხელთათმანის ხშირი დაზიანება,რაც ხელს უწყობს ბაქტერიების მიგრაციას სხეულიდან საკვებ პროდუქტში
- შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება,რაც ხელს შეუშლის მი შემდგომ გამოყენებას
- ასევე შესაძლებელია მოხდეს მისი მთლიანობის დარღვევა და ნაწილების მოხვედრა საკვებ პროდუქტში.
ზემოთ აღნიშნული გართულეების თავიდან ასაცილელად გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეკომნდაციას ხელთათმანის სწორად მოხმარებისთვის:
- გამოიყენეთ ხელთათმანების შესაბამისი სახეობა შესაბამისი დანიშნულებისთვის;
- ხელთათმანების გამოყენების წინ აუცილებლად დაიბანეთ,გაიმშრალეთ და სანიტარულად დაიმუშავეთ ხელები;
- დეზინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ხელთათმანებზე პატარ-პატარა ხვრელების წარმოშობა, ამიტომ, არასოდეს მოახდინოთ დეზინფექცირება ხელთათმანიანი ხელით,გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც ხელთათმანი არის სანიტარულ დანიშნულების;
- ხშირად იცვალეთ ხელთათმანი პროცედურიდან პროცედურამდე;
- აუცილებლად დაიბანეთ ხელი ხელთათმანის მოხსნისთანავე, რადგან კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ბაქტერია გროვდება ხელთათმანში ხელის ჩახურების შედეგად;
არ დაიზაროთ, მიჰყევით ამ მარტივ ისნტრუქციებს.
თავიდან აიცილეთ გართულელები და იზრუნეთ თქვენი და თქვენი მომხმარებლების ჯანსაღ კვებაზე.