ერთჯერადი ხალათები, ქუდები და ნიღბები

ბლოგი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) არაერთი კვლევა ჩაატარა ერთჯერადი მოხმარების პროდუქტების, მათი დადებითი  და უარყოფითი მხარეების შესახებ.

იმის განსასაზღვრად, რომელი  არჩევანი იქნებოდა უფრო ბიუჯეტური (ერთჯერად და მრავალჯერად სამედიცინო ტანსაცმელს და აქსესუარებს შორის), ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო  გამართლებული და რომელი იქნებოდა ინფექციის რისკების თავიდან აცილების კუთხით უფრო მისაღები ქირურგიული  ჯგუფებისთვის.

კვლევა ჩატარდა საოპერაციოში და სტაციონარში. კლევამ ცხადყო, რომ მრავალჯერადი  მოხმარების სამედიცინო ტანსაცმელი  იყო საუკეთესო და ერთადერთი საშუალება გასული საუკუნის მიწურულამდე. ხოლო  თანამედროვე, ერთჯერადი დანიშნულების პროდუქტები კონკურენტუნარიანია მის მრავალჯერად ალტერნატივასთან, ხოლო ფინანსური თვალსაზრისით, ბევრად მომგებიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლესი სტანდარტების თანახმად, სამედიცინო  ვიზიტორი ხალათები, უქსოვადი მასალის ქუდები და ნიღბები ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაშიც, რაც სამედიცინო  ერთჯერად ხელთათმანებთან ერთად საკვები პროდუქტის დაბინძურების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.