ვინილის ხელთათმანი

ბლოგი

დადბეითი და უარყოფითი მხარეები :

ვინილის ხელთათმანი მზადდება პოლივინილ ქლორიდისგან (PVC) ან პოლივინილ ალკოჰოლისგან (PVA).

ვინილის ძირითად უპირატესობად ითვლება ის,რომ არის 100 % ულატექსო,რაც იმას ნიშნავს, რომ არ იწვევს კანის არანაირ ალერგიას. ლატექსის არგამოყენება მის წარმოებაში განაპირობებს პროდუქტის დაბალ ფასსაც.

ვინილის ხელთათმანი ეფექტურია ქიმიური პროდუქციის შეფუთვაში, რადგან ის არის ძალიან ნაზი, თხელი და მოსახმარად მოქნილი.

სხვა ერთჯერად ხელთათმანებთან შედარებით,ხელი ვინილის ხელთათმანში არის მეტად მგრძნობიარე და მოქნილი, რაც განაპირობებს მის წარმატებით მოხმარებას ლაბორატორიებში.

მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს,რომ ის არაა ასეთივე იდეალური ორგანულ გამხსნელებთან და წყალნარევ კონცენტრატებთან მოხმარებისას.

თუმცა, აღსანინავია ისი,რომ თანამედროვე მიღწევები ვინილთან მიმართებაში გაუმჯობესდა.ის გახდა უფრო კომფორტული ხელზე მორგებისას.მისი მთავარი პლიუსი გახდა გამძლეობა, მგრძნობელობა და მოქნილობა.